ვებსაიტის დამზადებაინდუსტრია

    ონლაინ მაღაზიის ვებსაიტი

    ონლაინ მაღაზიაში ყოველი ზედმეტი ნაბიჯი გაყიდვას კლავს. ნელი კატალოგი, გაუგებარი ფილტრები, რთული გადახდა — ეს ის წერტილებია, სადაც კლიენტი კალათას ტოვებს.

    01

    რატომ გჭირდებათ საიტი ონლაინ მაღაზიისთვის

    სოცქსელში გაყიდვა სწრაფია, მაგრამ 'ნაქირავები მიწაა'. საკუთარი მაღაზია ნიშნავს კონტროლს პროდუქტის გვერდებზე, SEO ტრაფიკზე, გამეორებით შესყიდვებზე და მონაცემებზე — ის აქტივია, არა ხარჯი.

    02

    რა უნდა ჰქონდეს

    პროდუქტების უნიკალური აღწერები (არა მწარმოებლის ტექსტის კოპირება) — SEO-სთვის

    ფილტრები, ძებნა და ლოგიკური კატეგორიები

    TBC / BOG გადახდის ინტეგრაცია და განვადება

    საწყობის სტატუსი და ავტომატური 'ამოიწურა'

    მიტოვებული კალათის აღდგენა (ელფოსტა/SMS)

    Product Schema — ფასი და მარაგი პირდაპირ Google-ის შედეგებში

    03

    ხშირი შეცდომები

    • მზა შაბლონი 1500 ლარად, რომელიც ნელა მუშაობს და მოვლა ძვირი ჯდება
    • პროდუქტის გვერდები ერთი და იმავე ტექსტით — Google დუბლიკატად აღიქვამს
    • გადახდა მხოლოდ 'გადმორიცხვით' ან ნაღდი კურიერთან
    • მობილურ ვერსიაზე კალათა და checkout გატეხილია
    04
    სასარგებლო სტატიები
    სხვა ინდუსტრიები

    ქუქი-ფაილების გამოყენება

    ვიყენებთ ქუქი-ფაილებს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ტრაფიკის გასაანალიზებლად. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს პირობებს.